კომაროვის სკოლაში მე-10 და მე-11 კლასელთათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 9 და 10 იანვარს!

კომაროვის სკოლაში მე-10 და მე-11 კლასელთათვის მისაღები გამოცდები  ჩატარდება 2019 წლის 9 და 10 იანვარს.

ფიზიკის გამოცდა - 09.01.2020, 10.00-13.00

მათემატიკის გამოცდა მე-10 და მე-11 კლასელთათვის - 10.01.2020, 10.00-13.00;


რეგისტრაცია


რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 3, 6 და 8 იანვარს.  რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ,  ასევე ადგილზე,  11-დან 18 საათამდე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.


მე-10 და მე-11 კლასელთათვის გამოცდა იქნება ფიზიკასა და მათემატიკაში.


სარეგისტრაციო ბმული იხილეთ, აქ. 


საგამოცდო პროგრამა


საგამოცდო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ: მე-10 და მე-11 კლასი

მე-10 და მე-11 კლასის ბილეთი შედგება 25 დახურბოლოიანი ამოცანისგან, თითოეულზე 5 ან 6 სავარაუდო პასუხი.


შედეგები


აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება ტესტირების დღის 18 საათამდე.

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 11 იანვარს. აპელაცია მიიღება 2019 წლის 12 იანვრის 14 საათამდე. სააპელაციო განაცხადი შეიძლება დაწეროს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა,  ან მასწავლებელმა, ასევე მოსწავლემ, თუ იგი არის სრულწლოვანი.

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 13 იანვარს.


მიღების პირობები


იმისათვის, რომ მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლემ გააგრძელოს სწავლა კომაროვის სკოლაში მე-2 სემესტრიდან, უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) მათემატიკის ტესტში მიღებული ქულა უნდა იყოს 15 ან მეტი;

ბ) ფიზიკის ტესტში მიღებული ქულა უნდა იყოს 13 ან მეტი;

გ ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში უნდა ჩანდეს, რომ მოსწავლე არის დისციპლინირებული.



კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ